ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქართული სპორტის მკვლევარის, ქუთაისის საპატიო მოქალაქის ზურაბ ჯავახაძის 85 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრნენ.
ქუთაისის სპორტულ მუზეუმში ვეტერანმა და ახალგაზრდა სპორტსმენებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა გაიხსენეს ზურაბ ჯავახაძის ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობა ქართული სპორტის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის.
„ ზურაბ ჯავახაძის წვლილი განსაკუთრებულია ქუთაისის და ქართული სპორტის შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეში. მისი დიდი ძალისხმევით შეიქმნა ქუთაისის სპორტული მუზეუმი და ყოველდღიურად ამდიდრებდა იშვიათი ექსპონატებით. დასანანია, რომ ბატონი ზურაბი დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის, თუმცა მისი სახელი და ხსოვნა ქუთაისში ყოველთვის სათანადოდ იქნა დაფასებული.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
სპორტულ მუზეუმში ზურაბ ჯავახაძის მიერ შექმნილი სპორტული მონოგრაფიები იქნა წარმოდგენილი.