ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში მიიღო.
ქალაქის მერმა და გერმანელმა დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს. გერმანიის ელჩი დაინტერესდა პანდემიის პირობებში ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული მუშაობით.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლების, ახალგაზრდობის, ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროებს. ქუთაისსა და გერმანიის ქალაქებს შორის არსებული პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ამ კონტაქტების კიდევ უფრო გაფართოებას.
მალე დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები გერმანიაში ქუთაისის მეგობარი ქალაქის შესარჩევად.