ქუთაისში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
️დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა და ტრადიციული კონკურსის „ქართული ხელნაწერის“ გამარჯვებულების დაჯილდოება.
კალიგრაფიის კონკურსში გაიმარჯვეს:
️მასწავლებლები:
I ადგილი - მაკა ბარდაველიძე , N1 საჯარო სკოლა;
II ადგილი - ნატო დანგაძე, N24 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ქეთევან მინდიაშვილი , მ.ჭოხონელიძის საავტორო სკოლა;
️მოსწავლეები:
I ადგილი - ელენე ენდელაძე , N15 საჯარო სკოლა;
II ადგილი - თამარ ჩაფიჩაძე, N1 საჯარო სკოლა;
III ადგილი - ლოლიტა ჩაგანავა, N24 საჯარო სკოლა.
️ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა ნახატების მიხედვით აკინძული „ვეფხისტყაოსანი“, რაც პირველად განხორციელდა საქართველოში. აქვე გაიმართა გამოფენა „ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ავტოგრაფები“.
️" 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ხალხმა, ერთიანი ძალისხმევით, შეუნარჩუნა ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი და ამით დაიცვა საკუთარი თვითმყოფადობა.
უნიკალური ენა და დამწერლობა გვაქვს და ყველა ჩვენგანის ვალია გავუფრთხილდეთ ამ საგანძურს.
️დღეს დავაჯილდოეთ "კალიგრაფიის კონკურსში" გამარჯვებულები. ულამაზესი ხელნაწერები ვიხილეთ- საამაყოა ჩვენი თანაქალაქელების ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება მშობლიური ენისადმი .
️სახელმწიფო მუზეუმში ქუთაისელი მოსწავლეების მიერ შექმნილი „ვეფხისტყაოსანი“ იყო წარმოდგენილი, რომელიც მათივე ნახატებითაა ილუსტრირებული.
️დედაენის დღეს ვულოცავ ყველას, ვისაც უყვარს, ვინც იცავს და უფრთხილდება ქართულ ენას!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.