ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ლატვიის თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს ქუთაისსა და იმერეთში არსებული ტურისტული პოტენციალის, ბიზნეს გარემოს, საჯარო მმართველობის, საინვესტიციო და სამრეწველო რესურსების შესახებ.
ლატვიიის დელეგაციის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ბალტიისპირეთის ქვეყნებში არსებულ თვიმმმართველობის გამოცდილებასა და წარმატებულ პრაქტიკაზე.
დაიგეგმა სხვადასხვა მიმართულებით გაცვლითი პროგრამების განხორციელება და დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.