ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა. შეხვედრა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონული ჰაბის - ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოსა (LDA) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებით ჩატარდა.
ფორუმის მიზანს მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, პოტენციური დონორების მოზიდვა და იმერეთის მხარეში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას წარმოადგენდა. სამუშაო შეხვედრას წინ უსწრებდა გამოფენა იმერეთის მხარეში მოქმედი არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების მონაწილეობით, სადაც ისინი თავიანთი მიმდინარე აქტივობებით წარსდგნენ. ფორუმი ჩატარდა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ.