ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც ქუთაისელმა ბავშვებმა გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ინოვაციური ტრენინგი ჩაატარეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, პარლამენტის წევრები, მინისტრის მოადგილეები, სამთავრობო უწყებებისა და სასამართლოს წარმომადგენლები.
სემინარის მიზანი იყო ბავშვის უფლებების გაცნობიერების ხელშეწყობა და მონაწილეების აღჭურვა საჭირო ცოდნითა და უნარებით, რათა ისინი აქტიურად ჩაერთონ ბავშვის უფლებების ადვოკატირებაში.
ტრენინგს უძღვებოდა ქუთაისის საჯარო სკოლების მოსწავლეების ჯგუფი, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბავშვთა უფლებების ადვოკატირებაში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრის მხარდაჭერით.