ქუთაისის იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის პროგრამის ფარგლებში, 2024 წლის 29 თებერვალს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით გაიმართა ავსტრიელი მწერლის არტურ ფონ ზუტნერის წიგნის „კავკასიის შვილები“ თარგმანის პრეზენტაცია. ნაწარმოები გერმანულიდან თარგმნა ფილოსოფიის დოქტორმა, გერმანისტმა და მთარგმნელმა თამაზ გვენეტაძემ. თარგმანი გამოსცა გამომცემლობა „არტანუჯმა“.
აწარმოების ორიგინალი Kinder des Kaukasus 1890-1891 წლებში დრეზდენსა და ლაიფციგში გამოიცა ორ ტომად.
არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე, პირველი ნობელიანტი ქალი ბერტა ფონ ზუტნერი 9 წლის მანძილზე (1876-1886) მოღვაწეობდნენ საქართველოში. ოჯახი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა ქუთაისშიც.
ზუტნერებს დიდი წვლილი მიუძღვით ქართულ ევროპული კავშირების გაღრმავებაში. არტურ ზუტნერმა წლები იმუშავა ვეფხისტყაოსნის ფრანგულ და გერმანულ თარგმანებსა და კვლევაზე. ასევე, ჟიულ მურიესთან ერთად ეხმარებოდა იუნა მეუნარგიას პოემის ფრანგული თარმანის ლიტერატურულ დახვეწაში.
არტურ ზუტნერმა ქართულ-კავკასიურ თემატიკას მიუძღვნა ცნობილი ნაწარმოებები „კავკასიის შვილები“, „დარეჯანი“, „აზნაური“ და „შამილი“.