ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიაზე დღეს დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხი განიხილეს.
პირველ საკითხს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის –ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ,“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის, 27 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მჯელობა წარმოადგენდა.
პროექტთან დაკავშირებით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 2093-ე მუხლისა და 55 -ე მუხლის პრიმა-6 შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავების ან/და მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია განსაზღვროს ოქმის შემდგენი ორგანო. პროექტის მიღების შესაბამისად, აღნიშნული სამართალდარღვევის მუხლის ოქმის შემდგენ სტრუქტურულ ერთეულად განისაზღვრება ქუთაისის მუნიციპალიტეტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახური.
მე-2 საკითხი
დეპუტატებმა, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ზონების საზღვრების აღწერის, ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, საწყისი საპრივატიზებო საფასურის განსაზღვრა განიხილეს.
კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანო-საკრებულო მიწის ნორმატიული ფასის საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ყოველი წლის თებერვლისა ადგენს, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ზონებსა და ქვეზონებში მოქცეული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საწყის საპრივატიზებო საფასურს. რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებითა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის №784 ბრძანებულებით გათვალისწინებული ვალდებულებაა.
მე-3 საკითხი
„თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში გარე რეკლამის განთავსების გეგმის დამტკიცების თაობაზე,“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 24 ნოემბრის №67 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ქალაქ ქუთაისში, ნიკეას ქუჩა N12-ში მდებარე ობიექტთან გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოთხოვნის შესახებ განკარგულებაში ცვლილების შეტანის საფუძველია, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსული მოქალაქის განცხადება გახდა, რის შედეგადაც დღემდე გამოყოფილ ტერიტორიას კიდევ ერთი, სარეკლამო ადგილი დაემატა.
,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების შესახებ’’ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის №70 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის გავრცელების გეგმას (სარეკლამო საშუალების განთავსების ადგილის, გაბარიტული ზომებისა და ფორმის მითითებით) ამტკიცებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო. გამომდინარე აქედან, ცვლილება შედის ზემოაღნიშნულ განკარგულებაში.
მე-4 საკითხი
შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში, ევროკომისიისგან გრანტის მიღების თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ჭიღვარიასათვის თანხმობის მიცემის შესახებ. განკარგულების პროექტი ეხება შავი ზღვის აუზის პროგრამის ფარგლებში ევროკომისიისგან მიიღებულ გრანტს. პროექტის ტრანსსასაზღვრო აქტივობა მიზნად ისახავს ადგილობრივ და საერთაშორისო ფაქტორების, აქტიური ტურისტული პოტენციალის სტიმულირებას და აქტიური ტურიზმის ცენტრების ტრანსსასაზღვრო პარტნიორობის ხელშეწყობას. პროექტი 2 წლიანია და ქუთაისის მერია 147 068,25 ათასი ევროთი დაფინანსდება, აქედან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა 8 % -12 788 განი55 ათასი ევროთი. საერთო ჯამში თანხა 159 856.80 ათას ევროს შეადგენს.
მე-5 საკითხი
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N29 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, განკარგულების პროექტით განსახორციელებელი ცვლილების საფუძველი, საკრებულოს წევრის, ნ. ლატარიას განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც ამავე კომისიის შემადგენლობაში მოხდება მისი დამატება.
მე-6 საკითხი
„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 ნოემბრის N30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, განკარგულების პროექტით განსახორციელებელი ცვლილების საფუძველი საკრებულოს წევრის, ნიკოლოზ ლატარიას განცხადება გახდა, რომლის დამტკიცების შემთხვევაში იგი მუშაობას ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში გააგრძელებს.
სხდომა კომისიის თვამჯდომარე, ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა.