ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შენგელიამ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა.
ირაკლი შენგელიამ დღეს სტუდენტებთან დეტალურად ისაუბრა საჯარო სამსახურის სტრუქტურაზე, საჯარო მოხელის უფლება-მოვალეობებზე და მედიასთან ურთიერთობაზე. მან ასევე ისაუბრა იმ ფუნქციებზე რომელიც საჯარო სამსახურს კერძო სექტორიდან განასხვავებს.
ლექციის ბოლოს სტუდენტებს საშუალება ქონდათ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხი მიეღოთ.