ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებს შეხვდა. ქალბატონების-
ლილი კერვალიშვილის, ნელი მჭედლიძე-ნიკიტინის და ციალა ჯაილოვას შვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ.
" დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას და განსაკუთრებულად დედებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- შვილების სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ამ ქალბატონების შვილების , ჩვენი თანაქალაქელი გმირების ხსოვნას ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. მხნეობა მინდა ვუსურვო დედებს, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში გვეცხოვროს!"- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქალაქის მერმა გმირების დედებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.