ქუთაისის მერიის ინიციატივით, ქალაქში ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.
ცენტრალურ ბულვარში პატარებს ზღაპრის გმირების, მხიარული ჯამბაზების, თოჯინებისა და ნიღბების თეატრების წარმოდგენების ნახვა შეეძლოთ.
„ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს! გვსურდა მათთვის ერთი ლამაზი დღე გვეჩუქებინა. მთელი დღის მანძილზე ბულვარში, გაბაშვილის პარკში, თოჯინების თეატრის ეზოში ბავშვებისთვის სხვადასხვა წარმოდგენები იმართებოდა. ქუთაისის მერიამ დააფინანსა პატარებისთვის ატრაქციონებით გართობაც. მოეწყო ნორჩ მხატვართა პლენერი.
ყველა ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი და ჩვენი ვალია შევუქმნათ მათ ცხოვრების ჯანსაღი პირობები.
ლაღ ბავშვობას და ნათელ მომავალს ვუსურვებ ჩვენს პატარებს!“-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.
საკონდიტრო კომპანია „ბარამბომ“ და პურის სახლმა „თავთუხი“ ბავშვები ტკბილეულობით დაასაჩუქრეს.
დღის ბოლოს ადგილობრივი საბავშვო მუსიკალური სტუდიების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა.