ქუთაისის მუნიციპალიტეტში , USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს“ შექმნის. ცენტრის მართვას უზრუნველყოფენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები.
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი არასამთავრობო ორგანიზაცია მაკ-ჯორჯიას პროგრამების მენეჯერს მაია ბაგრატიონ-გრუზინსკის და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს დავით მელუას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტის“ მნიშვნელობას და პერსპექტივებზე.
„მოხარული ვარ, რომ ქუთაისშიც დაფუძნდება „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი“, რომელიც ხელს შეუწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევა - შენარჩუნებას. საშუალებას მისცემს მათ არსებული სერვისები უფრო კარგად გამოიყენონ, დაძლიონ სოციალური, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ბარიერები. ქუთაისის მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს „დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ მუშაობას.“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ოჯახებისთვისაც უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის მომსახურების მიწოდებას.