ქუთაისში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსთან, მინი-სტადიონი მოეწყო. შესრულებული სამუშაოები ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.
დევნილთა დასახლებაში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ღია სპორტული მოედნის მოწყობა, აქ მცხოვრები დევნილების თხოვნის გათვალისწინებით გადაწყდა.
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული.
„როდესაც დევნილთა დასახლებაში ინფრასტურქტურული პროექტები ხორციელდება, პირველ რიგში იქ მცხოვრები ადამინების საჭიროებებს და სურვილებს ვითვალისწინებთ. ამჯერადაც ასე მოხდა და შედეგად მივიღეთ ეს სპორტული მოედანი, რომელიც ნამდვილად კარგი საჩუქარია როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის“.- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტს, რომელიც დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს, ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.