დევნილ ვეტერანთა 60-მდე ოჯახს ქუთაისსა და ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ბინები გადაეცათ.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ გადასცეს.
უახლოეს მომავალში დევნილ ვეტერანთა კიდევ 100-მდე ოჯახი მიიღებს ბინებს.
ვეტერანი დევნილების განსახლების სპეციალური პროექტი წელს პირველად განხორციელდა.