ქუთაისში, დღეს , ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების მე-10 ყოველწლიური საკონსულტაციო ფორუმი იწყება. ფორუმი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის და ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების სამდივნოს თანამშრომლობით ხორციელდება. ფორუმში 48 ქვეყნის 500-მდე დელეგატი იღებს მონაწილეობას. უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ღონისძიების თემატიკაა „მდგრადი კულტურული მარშრუტები, კრიზისიდან გამოსვლის ინოვაციური გზის კვალდაკვალ“. საქართველო ამჟამად ევროპის საბჭოს ხუთი სერტიფიცირებული კულტურული მარშრუტის მონაწილეა: - ებრაული მემკვიდრეობის ევროპული მარშრუტი; - ღვინის გზა ; - პრეისტორიული კლდის მხატვრობა; - ისტორიული თერმული ქალაქების ევროპული მარშრუტი; - ისტორიული ბაღების ევროპული გზა. პანდემიის გამო, ფორუმი ონლაინ ფორმატში იმართება. 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით , წარმოდგენილი იქნება არაერთი საინტერესო მოხსენება, პრეზენტაცია, კვლევა. გაიმართება დისკუსიები და შეფასდება ფორუმის მუშაობა. წარმოგიდგენთ ფორუმის დღის წესრიგს :