ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებით დაწყებულია სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების პროცედურა.
მერიაში უკვე შემოსულია „ქალაქ ქუთაისის გენერალური გეგმის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვის“ მეორე ეტაპის (ქალაქ ქუთაისის განვითარების ხედვა, განვითარების სტრატეგია და მათი სიცოცხლისუნარიანობის შეფასება) ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტის საბოლოო ვერსია.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა მეორე ეტაპის განხილვის პროცესში.
ნებისმიერ პირს, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს სივრცის დაგეგმარების (ქალაქთმშენებლობითი გეგმების კონცეფციის) პროექტის საჯარო განხილვის პროცესში , შეუძლია 1 თვის ვადაში, საჯარო განხილვაზე დასწრების და მოსაზრება/შენიშვნების წარმოდგენის სურვილის შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე contact@kutaisi.gov.ge
სრული ვერსია იხილეთ, ქვემოთ მოცემულ ბმულზე. http://bit.ly/37zenVK