24 ივნისს ქუთაისის მეორე საერთაშორისო ფორუმი „ქალაქების პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე" გაიმართება.
ფორუმი ვიდეოკონფერენციის ფორმატით ჩატარდება.
ფორუმის მასპინძელი და ორგანიზატორია ქუთაისის მუნიციპალიტეტი; თანაორგანიზატორი -
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).
ღონისძიების მხარდამჭერები არიან:
USAID-ის პროგრამა „კარგი მმართველობის ინციატივა“;
გერმანიის საერთაშორისო დახმარების პროგრამა „კარგი მმართველობა ადგილობრივი
განვითარებისათვის სამხრეთ კავკასიაში“;
პარტნიორი ორგანიზაციები:
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაცია (NALAG).
ფორუმში მონაწილეობენ:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის პარტნიორი ქალაქები და რეგიონები;
ქალაქები აღმოსავლეთ პარტნიორობიდან და დასავლეთ ევროპიდან;
სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი დაარსდა 2019 წელს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ევროკავშირის ინიციატივა „მერები ეკონომიკური ზრდისთვის (M4EG)“ და USAID პროგრამის „კარგი მმართველობის ინიციატივა-თან (GGI)“ ერთად.
ქუთაისის 2021 წლის საერთაშორისო ფორუმის თემაა ,,ქალაქების პასუხი თანამედროვე
გამოწვევებზე".
ფორუმზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
ქალაქების შესაძლებლობები პანდემიის დროს და მის შემდეგ.
ქალაქების კარგი პრაქტიკა COVID-19 პანდემიის გამოწვევების გადასაჭრელად.
ბიზნესი და სამოქალაქო საზოგადოება ქალაქის განვითარებისათვის.